2025-2026 სასწავლო წლის სკოლის სასწავლო გეგმა შემუშავებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ და 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების მიხედვით.
სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს, საბაზო საფეხური - VII-X კლასებს, ხოლო საშუალო საფეხური- XI-XII კლასებს.
დაწყებით საფეხურზე სკოლა უზრუნველყოფს:
ა) ფუნდამენტური აკადემიური უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობას;
ბ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების, პოზიტიური აკადემიური თვითკონცეფციის (საკუთარი თავის, როგორც მსწავლელის, აღქმა) ჩამოყალიბებას და მოსწავლის მომზადებას საბაზო საფეხურისთვის;
საბაზო საფეხურზე სკოლა უზრუნველყოფს:
ა) საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებას;
ბ) მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენასა და მხარდაჭერას;
გ) მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარებას;
დ) აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობასა და საფუძვლების შექმნას განათლების მომდევნო საფეხურზე (აკადემიური, პროფესიული) სწავლის გაგრძელებისთვის ან პროფესიული საქმიანობისთვის;
საშუალო საფეხურზე სკოლა უზრუნველყოფს:
ა) სისტემური აკადემიური და/ან პროფესიული ცოდნის კონსტრუირებას;
ბ) მოსწავლის მიერ საკუთარი პიროვნული განვითარების დაგეგმვისა და აკადემიური/პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერას.
სწავლის შედეგები საგნობრივი ჯგუფების მიხედვით
1. სწავლის შედეგები განისაზღვრება საფეხურის დონეზე და ურთიერთდაკავშირებულად რეალიზდება/მიიღწევა სასწავლო თემების ფარგლებში.
2. საგნის საფეხურებრივი შედეგები მოიცავს შემდეგ კომპონენეტებს:
ა) საგნობრივ ცოდნას;
ბ) ფუნქციურ-კომპონენტურ უნარებს;
გ) აღმზრდელობით-ღირებულებით ასპექტს/ასპექტებს.
3. სასწავლო პროცესში შუალედური სასწავლო მიზანი განისაზღვრება ისეთი დავალების სახით, რომელიც წარმოადგენს შემოქმედებით პროდუქტს და რომლის საშუალებითაც მოსწავლე საგნობრივ საკითხთან/საკითხებთან მიმართებით საკუთარ ცოდნას წარმოაჩენს.
4. შედეგი მიღწეულად მიიჩნევა, როცა მოსწავლეს შეუძლია საგნობრივ საკითხთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების კრიტიკულად და ურთიერთდაკავშირებულად გააზრება, გაანალიზება და სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება.
ა) სახელმწიფო ენის შესწავლამ მოზარდს უნდა განუვითაროს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) საქართველოს სახელმწიფო ენაზე. ამ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების შესწავლის მიზანია მოსწავლეებში მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური აღქმისა და შეფასების, საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოხატვის, კითხვისა და სხვადასხვა შინაარსის ტექსტების შექმნის უნარის განვითარება; ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გრძნობის აღძვრა; მოსწავლეთა წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის განვითარება.
ბ) მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზანია მოზარდში ანალიტიკური, ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება. მათემატიკის სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული, პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში.
გ) უცხოური ენების საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ წერილობითი და ზეპირი ფორმით კომუნიკაცია უცხოურ ენაზე/ენებზე. ყველა სხვა საგნობრივი ჯგუფის მსგავსად, ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარის განვითარებას.
დ) საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას; მიაწოდოს მოსწავლეს ინფორმაცია მშობლიური გარემოს შესახებ; დაეხმაროს მას, განსაზღვროს მშობლიური ქვეყნის ადგილი მსოფლიო ისტორიულ და გეოგრაფიულ პროცესებში; ჩამოაყალიბოს იგი პატრიოტ და ჰუმანურ ადამიანად. ამასთან, საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების გამომუშავებისთვის.
ე) საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მთავარი მიზანია, აზიაროს მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს მას კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლეს საშუალებას მისცემს შეიცნოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.
ვ) ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მიზანია: ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მედია და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებას; დაეხმაროს მათ სხვადასხვა დარგისათვის სპეციფიკური ტექნოლოგიების დაუფლებაში და ამ ტექნოლოგიების გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორც სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული სწავლებისას, ასევე ცალკე სწავლების გზით.
ზ) ესთეტიკური აღზრდის საგნობრივი ჯგუფის მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს ხელოვნების ნიმუშების აღქმის, შეფასებისა და შექმნის უნარები; დაეხმაროს მათ ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლასა და მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარებაში.
თ) სპორტის სწავლების მიზანია, ჩააბას მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შეუწყოს ხელი მის ფიზიკურ განვითარებას, ასევე, საგნის სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლემ გააცნობიეროს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. (სსსმ მოსწავლეები სპორტის გაკვეთილებსა და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობენ მათთვის შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად.)
ი) არჩევითი საგნების სწავლების მთავარი მიზანია მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება და მათი გამოცდილების გამდიდრება. საკუთარი სურვილის მიხედვით არჩეული რამდენიმე საგნის სწავლება მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, მოსინჯონ საკუთარი ძალები სხვადასხვა საგანმანათლებლო სფეროში და უფრო ზუსტი წარმოდგენა შეიქმნან საკუთარი მიდრეკილებებისა და მომავალში ასარჩევი გეზის შესახებ.
1. სკოლა უზრუნველყოფს:
ა) სიღრმისეულ სწავლას;
ბ) პოზიტიურ სასწავლო გარემოს;
გ) ინკლუზიურ განათლებას.
2. სიღრმისეული სწავლა-სწავლება გულისხმობს:
ა) მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას;
ბ) ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას;
გ) ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას;
დ) სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა);
ე) მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის შეძენას.
3. სკოლა უზრუნველყოფს პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას, რომელშიც მოსწავლე თავს გრძნობს ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხოდ და ახერხებს შემდეგი ფუნქციურ-კომპონენტური უნარების გამოვლენა-განვითარებას:
|
კრიტიკული აზროვნება |
|
|
შემოქმედებითი აზროვნება |
|
|
თანამშრომლობა |
|
|
კომუნიკაცია |
|
|
ხასიათი/ნებელობა |
|
|
მოქალაქეობა |
|
4. ინკლუზიური განათლება გულისხმობს:
ა) ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვას;
ბ) მრავალფეროვნების დაფასებას;
გ) რესურსების თანაბრად განაწილების პოლიტიკას;
დ) დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასებას;
ე) ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს; სწავლა-სწავლების პროცესში სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენებას;
ვ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლისთვის დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას;
ზ) მოსწავლის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი საგანმანათლებლო გამოცდილების მართვაში; განივითაროს საკუთარი პოტენციალი და გახდეს მის გარშემო მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილე;
თ) სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თავს უნდა გრძნობდეს სასკოლო თემის ნაწილად და საკუთარი წვლილი შეჰქონდეს მის განვითარებაში.
1. სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ სემესტრს. სასწავლო წელს ორ სემესტრად ყოფს ზამთრის არდადეგები.
2. 2025-2026 სასწავლო წლის დაწყების თარიღია: 2025 წლის 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების - 2026 წლის 15 ივნისი, გარდა I და XII კლასისა;
3. XII კლასის მოსწავლეთათვის 2025-2026 სასწავლო წლის დასრულების თარიღია: 2026 წლის 20 მაისი;
4. I კლასის მოსწავლეთათვის 2025-2026 სასწავლო წლის დასრულების თარიღია: 2026 წლის 27 მაისი;
5. 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი იხ.დანართი N1.
6. სასწავლო კვირა ხუთდღიანია.
7. სკოლაში გაკვეთილების ხანგრძლივობა განისაზღვრება შემდეგი სახით:
8. გაკვეთილების დაწყებისა და დასრულების განრიგი, სადაც მოცემულია შესვენებებიც, დანართი N2 სახით თან ერთვის სასკოლო სასწავლო გეგმას.
საგნობრივი კათედრები
თანამშრომლობისა და გუნდური პასუხისმგებლობის ინტერესთა გაერთიანების, წარმატებული გამოცდილების გაზიარებისა და სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის მიზნით სკოლაში შექმნილია მასწავლებელთა გაერთიანებები/კათედრები.
სკოლაში კათედრების მოწყობის წესი:
სკოლაში ყველა კათედრა იკრიბება სასწავლო წლის დასაწყისშივე და ირჩევს კათედრის თავმჯდომარეს ერთი სასწავლო წლის ვადით (ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ ორჯერ).საგნობრივი კათედრები აერთიანებენ სკოლის ყველა მასწავლებელს.
სკოლაში ფუნქციონირებს საგნობრივი ჯგუფების ხუთი კათედრა:
სკოლაში შექმნილი კათედრები აერთიანებენ საგნობრივ ჯგუფებში შემავალ ყველა მასწავლებელს.
კათედრების ფუნქციებია:
საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებისთვის საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;
რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
შემაჯამებელი და კომპლექსური დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი;
სკოლის საათობრივი ბადის შესაბამისად, საგნებში სასწავლო საათების განაწილება კათედრის პედაგოგებს შორის კლასების მიხედვით;
საგნებში ვაკანტურ თანამდებობაზე პედაგოგების მისაღებად სასკოლო საკონკურსო კომისიაში წარმომადგენლების გამოყოფა;
პერიოდულად სკოლაში საგნების სწავლების მდგომარეობის შესწავლა და დასკვნების მომზადება;
სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, მონაწილეობის მიღება სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში მისი პედაგოგიურ საბჭოში წარდგენისა და დამტკიცების მიზნით;
ანგარიშების წარდგენა, საგნობრივი სასწავლო გეგმებისა და მათი განხორციელების პროექტის შემუშავება.
კათედრის მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შემუშავება.
სხვადასხვა სახის კონკურსში, ოლიმპიადასა და კონფერენციაში მოსწავლეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა;
სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების მოძიება და მათი სკოლაში დანერგვა, განხორციელება.
შიდა სასკოლო ოლიმპიადებისა და კონფერენციების ორგანიზება.
კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:
კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მიწოდება სკოლის მართვის ორგანოებისათვის (მაგ. გრიფმინიჭებული და დამხმარე სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე);
მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა) ორგანიზება.
კათედრის მუშაობის წლიური და სტარეტეგიული გეგმის შემუშავება, კათედრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ (მათ შორის, სემესტრის დასრულებისას საგნის სწავლების შეჯამების და ანალიზის მიზნით). კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.
მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა. შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი. შეფასების პროცესში მოსწავლე განიხილება ცნობისმოყვარე, საკუთარი ინტერესების, ხასიათისა და გამოცდილებების მქონე ინდივიდად, რომელსაც უნდა ჰქონდეს მრავალფეროვანი არეალი მოქმედებისა და უკუკავშირისთვის.
მოსწავლის შეფასების ამოცანები
მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
ა) მოსწავლის მიღწევების დიაგნოსტირება მისი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად;
ბ) მოსწავლის მიღწევების / სწავლის პროგრესის ამსახველი პროფილის შექმნა;
გ) მონაცემების შექმნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ.
შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა შეფასება დაუკავშირდეს არა მხოლოდ სწავლების შედეგს, არამედ სწავლის პროცესსაც. ამის უზრუნველსაყოფად სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
განმავითარებელი შეფასება:
ა) აჩვენებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას/პროგრესს;
ბ) ქმნის მხარდაჭერის მექანიზმს მოსწავლის პიროვნული პოტენციალის რეალიზებისთვის. მოსწავლე განმავითარებელი შეფასების აქტიური მონაწილეა და ჩართულია შეფასებისთვის რელევანტური ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების პროცესში.
განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებით. განმსაზღვრელი შეფასება უნდა ემსახურებოდეს მოსწავლის პოზიტიური თვითშეფასების ჩამოყალიბებას.
I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება, ხოლო V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები.
საკლასო შეფასების ფორმატში მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ოთხი დონის მიხედვით:
|
ქულები |
შეფასების დონეები |
შეფასების დონეების აღწერა |
|
10 |
მაღალი |
მოსწავლე საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით; საკითხის/საკითხების შინაარსებზე დაფუძნებით დამოუკიდებლად ჭრის სასწავლო ამოცანებს. |
|
9 |
||
|
8 |
საშუალოზე მაღალი |
მოსწავლე საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით, თუმცა, უჭირს საკითხის შინაარსის გამოყენება სასწავლო ამოცანების განსახორციელებლად. |
|
7 |
||
|
6 |
საშუალო |
მოსწავლე მსჯელობს საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე, თუმცა, აქვს ხარვეზები სასწავლო ამოცანების განხორციელებისა და ბაზისური ცნებების გააზრების მიმართულებით. |
|
5 |
||
|
4 3 2 1 |
დაბალი |
მოსწავლის მსჯელობა საგნობრივ საკითხთან დაკავშირებით ზედაპირული და არაარსობრივია. |
განმსაზღვრელი შეფასება შეიძლება იყოს დიფერენცირებული და არადიფერენცირებული და შეიძლება განხორციელდეს საკლასო და სისტემურ დონეზე (ერთიანი ეროვნული გამოცდები, ეროვნული შეფასება, სტანდარტიზებული ტესტები, Cambridge KET, PET, FCE; PISA, PIRLS, TIMMS).
არადიფერენცირებული შეფასება (ჩათვლა) გამოიყენება სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში, არჩევით საგნებსა და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებით შეთავაზებულ საგნებში. საშუალო საფეხურზე პროექტებში – სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკაში, სამოქალაქო განათლებაში - მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით (წერილობითი და /ან ზეპირი ფორმით).
სკოლაში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეობები:
ა) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში; სემესტრული ქულა გამოითვლება მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; სემესტრული ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით. სემესტრული ქულა შეიძლება ამაღლდეს სემესტრული გამოცდის საფუძველზე.
ბ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიური ქულა გამოითვლება საგნის სემესტრის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით;
გ) საგნის საფეხურის ქულა - საფეხურის განმავლობაში თითოეულ კლასში მიღებული საგნის წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული;
დ) საფეხურის ქულა გამოითვლება საგნების საფეხურის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; საფეხურის ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით.
8. კლასისა და საფეხურის დაძლევა
1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ თითოეული საგნის წლიური ქულა არის 5.0 ან მეტი და არადიფერენცირებული შეფასების შემთხვევაში, მოსწავლეს მიღებული აქვს "ჩათვლა. დაძლეული კლასის განმეორებით გავლა დაუშვებელია.
2. მოსწავლის მობილობის შემთხვევაში, თუ გამშვებ სკოლაში არ ისწავლებოდა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგანი, სკოლა უზრუნველყოფს აღნიშნულ საგანში ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას, რომლის საფუძველზეც მოხდება სემესტრული/წლიური ქულის გამოყვანა.
3. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
4. საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების ან/და საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
5. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი.
9. შეფასება და გაცდენები
1. მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება ელექტრონულ ჟურნალში. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი.
2. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
10. გამოცდის ტიპები
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, 2024-2025 სასწავლო წელს სკოლაში შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები:
10.1 საშემოდგომო გამოცდა და რემედიაციის პროგრამა
1. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა იქნება 5-ზე ნაკლები, სკოლა მოსწავლეს დაუნიშნავს საშემოდგომო გამოცდას ამ საგანში;
2. საშემოდგომო გამოცდის დანიშვნის შემთხვევაში სკოლა ქმნის რემედიაციის პროგრამას თითოეული მოსწავლისათვის. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს გონივრული ვადა რემედიაციის პროგრამის დაძლევისთვის.
3. რემედიაციის პროგრამაში ჩართული მოსწავლის მობილობის შემთხვევაში, მიმღები სკოლა მოსწავლეს რიცხავს ასაკის შესაბამის კლასში და უზრუნველყოფს რემედიაციის გზით საგნის/საგნების დაძლევას.
4. რემედიაციის პროგრამა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით სკოლა სთავაზობს იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც არიან სკოლის მიღმა ან იმყოფებიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ. კურიკულუმის შინაარსს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს თავად სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.
5. საშემოდგომო გამოცდაზე მიღებული ქულა ხდება საგნის წლიური ქულა;
6. სკოლაში საშემოდგომო გამოცდები ჩატარდება წერილობითი ფორმით.
7. საშემოდგომო გამოცდის ჩატარების პროცედურა:
ა) სკოლის დირექტორი ბრძანებით ქმნის დროებით საგამოცდო კომისიას, რომელსაც დაევალება საშემოდგომო გამოცდის ჩატარება იმ მოსწავლეთათვის, რომლებმაც ვერ გადალახეს კონკრეტულ საგანში (საგნებში) სკოლის მიერ განსაზღვრული ბარიერი. დროებითი კომისიის წევრებად დაინიშნებიან: 1)დირექციის ერთი წევრი, 2) იმ საგნის მასწავლებელი, რომელშიც ტარდება გამოცდა და არ ასწავლის ამ მოსწავლეს და 3) საგნობრივი კათედრის წარმომადგენელი.
ბ) სკოლის დირექცია ნიშნავს კონსულტაციებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც უნდა ჩატარდეს საშემოდგომო გამოცდები. კონსულტაციებს ჩაატარებენ საგნის მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან მოსწავლეს. კონსულტაციების ჩატარებას მონიტორინგს გაუწევს დროებითი კომისია.
გ) საშემოდგომო გამოცდა ინიშნება მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა.
ე) საშემოდგომო გამოცდამდე მოსწავლეს უნდა მიეცეს არანაკლებ 2 კვირის ვადა მომზადებისათვის.
ვ) მოსწავლე საშემოდგომო გამოცდას აბარებს დროებით საგამოცდო კომისიას.
ზ) მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე. საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა.
თ) საშემოდგომო გამოცდისათვის საკითხებს ამზადებს საგნის მასწავლებელი, რომელიც არ ასწავლის მოსწავლეს.
10.2 ექსტერნატის ფორმით გამოცდა
1. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით;
2. ექსტერნატის გამოცდას აბარებენ ის პირები, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნატის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს („წინმსწრები“) და აგრეთვე, ის მოსწავლეები, რომელთაც საბაზო/საშუალო საფეხურზე სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისათვის გათვალისწინებული საათების 30% და მეტი აქვთ გაცდენილი.
10.3 სემესტრული ქულის ამაღლების გამოცდა
1. სემესტრული ქულის ამაღლების გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის.
2. სემესტრული ქულის ამაღლების გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს სკოლის დირექტორს. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება იქნება დასაბუთებული.
3. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
4. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ნიშანი გამოითვლება შემდეგი წესით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.
5. პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა ინიშნება მეორე სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სემესტრული გამოცდა - სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში. -
შეფასებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვის ვადა
სკოლა უზრუნველყოფს შეფასებასთან დაკავშირებული მონაცემების/ინფორმაციის/მტკიცებულებების სათანადო აღრიცხვასა და შენახვას არანაკლებ 3 წლის ვადით.
ვერიფიკაციის მიზნები და ამოცანები
1. შეფასების სისტემის ვერიფიკაციის მექანიზმის დანერგვის მიზანია, სკოლამ დაადასტუროს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შეფასების პროცესი არის სანდო, ვალიდური, ობიექტური, გამჭვირვალე და სამართლიანი, ხოლო შეფასების შედეგებზე მიღებული გადაწყვეტილებები - ზუსტი.
2. ვერიფიკაციის ამოცანებია:
ა) მოსწავლის შეფასების პროცედურებისა და ინსტრუმენტების შესაბამისობის დადგენა სასკოლო კურიკულუმთან;
ბ) მოსწავლის მიღწევების ანალიზი;
გ) ანალიზით მიღებული შედეგების გამოყენება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად;
3. მოსწავლის შეფასების ვერიფიკაცია ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:
4. შეფასების სისტემის ვერიფიკაციისთვის სკოლამ შესაძლებელია გამოიყენოს სხვადასხვა მექანიზმები. მათ შორის, მოსწავლეთა შეფასებისა და სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული წლიური გამოცდების/დიაგნოსტიკური წერების ჩატარება ან სემესტრული გამოცდის ჩატარება, როდესაც მოსწავლეს შეუძლია მოითხოვოს სემესტრული ნიშნის ამაღლება თუ მიღებული ქულა არ აკმაყოფილებს.
ვერიფიკაციის პრინციპები
1. მოსწავლის შეფასება ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
ა) ვალიდურობას;
ბ) სანდოობას;
გ) გამჭვირვალეობას;
დ) სამართლიანობასა და ობიექტურობას.
2. შეფასების სისტემა ვალიდურია, თუ გამოყენებული შეფასების ინსტრუმენტი რელევანტურია იმ სწავლის შედეგის დადასტურებისათვის, რაც ფასდება. ასევე, შეფასების გამოყენებული ინსტრუმენტი იძლევა სწავლის შედეგის შეფასების შესაძლებლობას ყველა კრიტერიუმის მიხედვით.
3. შეფასების სისტემა სანდოა, თუ განხორციელებული შეფასების შედეგები გამყარებულია სათანადო მტკიცებულებებით.
4. შეფასების სისტემა გამჭვირვალეა, თუ შეფასების პროცესი და დადასტურების პირობები, მოთხოვნები, ასევე შეფასების შესახებ სხვა საჭირო ინფორმაცია წინასწარ არის ცნობილი ყველა მოსწავლისათვის
5. შეფასების სისტემა სამართლიანია, თუ შეფასების პროცესი ორგანიზებულია იმგვარად, რომ ის საშუალებას აძლევს მოსწავლეს დაადასტუროს მიღწეული სწავლის შედეგები (მათ შორის,- შეფასების დრო, შეფასების გარემო, გამოყენებული მასალები, აღჭურვილობა და სხვა პირობები). ასევე, თუ შეფასებისას ყველა ერთნაირ პირობებში იქნა ჩაყენებული.
6. შეფასების სისტემა ობიექტურია, თუ ყველა მოსწავლე ერთნაირი შესრულების პირობებში ერთნაირად არის შეფასებული.
ვერიფიკაციის პროცესი
1. შეფასების ვერიფიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე (მაგ. ნიშნის ასამაღლებელი სემესტრული გამოცდის შემთხვევაში), სკოლის დირექციის ინიციატივით (მაგ.გამოცდა, დიაგნოსტიკური წერების ჩატარება და მათი ანალიზი მიმდინარე შეფასებებთან) ან გეგმიურად (საგნობრივი კათედრის მიერ).
2. შეფასების სისტემის ვერიფიკაციის დროს სკოლაში შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) შეფასების ინსტრუმენტის შინაარსობრივი შეფასება ვალიდურობის თვალსაზრისით;
ბ) მტკიცებულებათა ფიზიკურად არსებობის შემოწმება;
გ) მტკიცებულებათა საკმარისობის შეფასება;
დ) მტკიცებულებათა ვალიდურობის შეფასება;
ე) შესაფასებელი პირის წინასწარი ინფორმირების მექანიზმის შემოწმება;
ვ) შეფასების დროის საკმარისობის შეფასება;
ზ) შეფასების გარემოს შესაბამისობის შეფასება;
თ) შეფასების პროცესის ფაქტობრივი გარემოებების შემოწმება;
ი) მტკიცებულებათა შეფასება ობიექტურობის თვალსაზრისით;.
3. შეფასების სისტემის ვერიფიკაციის დროს, წინამდებარე პუნქტში მითითებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ ხდება ვერიფიკაციის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
შეფასების სისტემის ვერიფიკაციის განმახორციელებელი პირები
შეფასების სისტემის ვერიფიკაცია შესაძლებელია განახორციელოს:
მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების, ასევე სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N3 სახით თან ერთვის დასწრებითი სწავლების სასკოლო საათობრივი ბადე, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლეთა კვირეული დატვირთვის ოდენობას კლასების, სემესტრების და საგნების მიხედვით.
სკოლა უზრუნველყოფს სკოლაში არსებული საგანმანათლებლო რესურსების (ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია და სხვ.) ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.
საგანმანათლებლო რესურსების ტიპებია:
ა) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო/სერია;
ბ) დამატებითი საგანმანათლებლო (მათ შორის, ელექტრონული) რესურსები;
გ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.).
სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N4 სახით თან ერთვის ძირითადი საგანმანათლებლო რესურსების (გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების) ჩამონათვალი კლასების მიხედვით და დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალი საგნობრივი ჯგუფების მიხედვით.
სსსმ მოსწავლის ყოლის შემთხვევაში სწავლება განხორციელდება ნებისმიერი კლასის/დონის გრიფირებული ან ადაპტირებული გრიფირებული სახელმძღვანელოთი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კლასშია ეს მოსწავლე.
სკოლა ვალდებულია შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვის ან მეტი ვადით და მშობლის მიმართვის შედეგად აღნიშნული გარემოებები ცნობილი ხდება სკოლისათვის.
სკოლის მიერ შედგენილი განრიგის შესაბამისად, სკოლის მიერ განსაზღვრული მასწავლებელი, ახორციელებს მოსწავლესთან ვიზიტს ან დისტანციურად უტარებს გაკვეთილს; (შესაძლებელია განსაზღვრული მასწავლებელი არ ასწავლიდეს შინსწავლებაზე გადაყვანილ მოსწავლეს).
მოსწავლის შინსწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შინსწავლებაზე მყოფი მოსწავლისთვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნისთვის (გარდა სპორტის საგნობრივი ჯგუფით გათვალისწინებული საგნებისა) კვირაში მინიმუმ ერთი გაკვეთილის ჩატარებას.
მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების შეფასებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფიზიკური მდგომარეობა.
ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლება გულისხმობს თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე (შემდგომში - სსსმ) არის მოსწავლე, რომელიც არის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, აგრეთვე მოსწავლე, რომელიც სასწავლო პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, აქვს სწავლასთან ან/და სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, გახანგრძლივებული სირთულეები ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მინიმალურ დონეზე ვერ აკმაყოფილებს;
2. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური შეზღუდვა;
ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
გ) სწავლის უნარის დარღვევა;
დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
ე) ენა-მეტყველების განვითარების დარღვევა და კომუნიკაციის სირთულეები;
ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
ი) ენობრივი ბარიერის გამო გამოწვეული სირთულეები სწავლაში.
3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურება ხდება ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომ – მულტიდისციპლინური გუნდი) შეფასებისა და დასკვნის საფუძველზე. ასევე, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განისაზღვრება სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლების, შეფასების ალტერნატიული მეთოდების გამოყენების, დამატებითი სპეციალისტის მომსახურების, სასწავლო პროცესისა და გარემოს მისაწვდომობის უზრუნველყოფის საჭიროება.
4. ენობრივი ბარიერის გამო გამოწვეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლისათვის გეგმავს და ახორციელებს ქართული ენის შესწავლის ხელშემწყობ აქტივობებს.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია.
2. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი მიღწევის გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
5. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.
6. ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად უნდა განისაზღვროს:
ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში;
ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში;
გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა;
დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი;
ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი რესურსი (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო სხვა საგანმანათლებლო/განმავითარებელი რესურსი) და რესურსით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, მათ შორის, მშობელიც;
ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსები.
სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები
1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორც ფასდება ნებისმიერი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევა. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით ძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება მაღალი ქულით.
2. სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულები გამოითვლება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის.
3. მულტიდისციპლინური გუნდის წინასწარი დასკვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია:
ა) სსსმ მოსწავლე გადავიდეს მომდევნო კლასში იმ შემთხვევაში, თუ ის, დასკვნის საფუძველზე, არ ესწრება ერთ ან რამდენიმე საგანს და არ აქვს შეფასება შესაბამის საგანში/საგნებში.
ბ) სსსმ მოსწავლის წლიური ქულა გამოანგარიშდეს საგნის/საგნების ერთი სემესტრის შეფასების საფუძველზე.
იმისათვის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ (სსსმ) სკოლაში თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს:
სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N5 სახით თან ერთვის სსსმ მოსწავლისათვის/მოსწავლეებისათვის შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა/გეგმები.
„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სკოლას შეუძლია, საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების ფარგლებში, შესთავაზოს მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება. ასეთი სახის მომსახურება შესაძლებელია სკოლამ შესთავაზოს მოსწავლეს, როგორც უფასო, ისე ფასიანი მომსახურების სახით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება შეიძლება იყოს მოსწავლისთვის შეთავაზებული ფაკულტატური ან სავალდებულო საგნის სახით.
სკოლის პოლიტიკიდან გამომდინარე, ძირითადი საგნების შესწავლასთან ერთად, მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მიღება, მოსწავლეების განვითარება კულტურული, სპორტული და სხვა მიმართულებებით. სკოლის სურვილია მოსწავლეებს შეეძლოთ მათთვის საინტერესო მომსახურება მიიღონ ადგილზე. ზემოთ აღნიშნული დამატებითი მომსახურების შეთავაზება მოხდა სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით. აგრეთვე გათვალისწინებულია მშობელთა ინტერესებიც.
ყველა კლასს ჰყავს დამრიგებელი, რომელსაც ბრძანებით განსაზღვრავს სკოლის დირექტორი.
სკოლის სადამრიგებლო პროგრამა ეფუძნება საქართველოს კანონში - ზოგადი განათლების შესახებ და ესგ-ში მოცემულ მიზნებსა და ამოცანებს და შექმნილია მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის საფუძველზე.
სკოლაში ყველა კლასს ჰყავს დამრიგებელი, რომელიც, ასევე ამავე სკოლის პედაგოგია (მათ კანდიდატურებს დირექტორთან წარადგენს მოადგილე სასწავლო დარგში, რის შემდეგაც ხდება მათი დამტკიცება დირექტორის მიერ).
დამრიგებელი სკოლაში იმყოფება სწავლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, კლასის სასწავლო პროცესის დასრულებამდე.
დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეში; განუვითაროს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება; დაეხმაროს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
კლასის დამრიგებლის მოვალეობები
დამრიგებელს ევალება:
ელექტრონული ჟურნალისა და სასკოლო დოკუმენტაციის წარმოება;
სადამრიგებლო პორტფოლიოს წარმოება;
სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება და დასწრების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიურად ასახვა სკოლის ელექტრონულ ჟურნალში.
სასწავლო წლის დასაწყისშივე, მოსწავლისა და მისი მშობლის ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ (მშობელთა კრების ოქმი, კლასის საათის ოქმი);
გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
დაწყებით საფეხურზე ჩაატაროს სადამრიგებლო საათი, არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე - არანაკლებ თვეში ერთხელ. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე (მაგ.: კითხვის უნარის განვითარება (დაწყებით საფეხურზე), გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება და სხვ.) სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით.
დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური, თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
რეგულარულად (მინიმუმ, თვეში ერთხელ) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მოსწავლის/მშობლის თანდასწრებით საუბარი;
საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
სასწავლო წლის ბოლოს გააანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და მიაწოდოს მშობელს და შეინახოს თავადაც, მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით;
მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ და მოათავსოს მოსწავლის პირად საქმეში.
საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება/დახასიათება.
სასწავლო წლის დასრულებისას თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათების დაწერა, სადაც აღწერს:
ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს, როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში;
ბ) მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს.
განსაკუთრებული სირთულის აღმზრდელობით და სადისციპლინო პრობლემების არსებობის შემთხვევაში, კორექციული და პრევენციული ზომების გატარება. პრობლემის გადაუჭრელობის შემთხვევაში დირექციის ინფორმირება აღნიშნულის შესახებ;
სასწავლო ოთახის მოწყობა-მოწესრიგებაზე ზრუნვა;
საკლასო, სასკოლო და სასწავლო ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელება;
მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან აქტიური თანამშრომლობა.
მოსწავლეთა წახალისება სხვადასხვა კლასგარეშე მუშაობის წარმართვაში _ კლუბებში, წრეებში ჩართულობა;
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის ნიშნები საშუალოზე დაბალია, დამრიგებელი ვალდებულია, გააფრთხილოს მშობელი და მოსწავლე იმის შესახებ, რომ აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა, რათა მოსწავლემ შეძლოს საფეხურის წარმატებით დაძლევა.
დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა ემყარება შემდეგ პრინციპებს:
სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;
მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა მოსწავლეებს საშუალება უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში;
თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, პატივისცემასა და ნდობას.
რეკომენდაცია სადამრიგებლო საათის პროგრამის განხორციელების შესახებ
სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ და პიროვნულ განვითარებას, აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.
დამრიგებლები, კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე, წინასწარ გეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს.
დამრიგებლის კლასთან მუშაობა წარიმართება შემდეგი ფორმით:
საუბრები მოსწავლეებთან;
დისკუსიები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით;
ვიქტორინების, ღონისძიებების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება;
ცნობილ ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა;
მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან აქტიური თანამშრომლობა და ა.შ.
პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის მიზანია:
პროფესიის არჩევა - ნიშნავს არა მხოლოდ სამუშაოს არჩევას, არამედ იმასაც, თუ საზოგადოების რა ჯგუფთან (ეთიკური ნორმები, წესები, პრინციპები, ფასეულობები და ცხოვრების წესი) მოახდენ იდენტიფიკაციას.
პროფესიის არჩევის პროცესი მოსწავლისათვის უფრო ნათელი და თანმიმდევრული გახდება თუკი შემდეგი კითხვების მიხედვით იმსჯელებს: რა უნდა? რა შეუძლია? საჭიროა?
პროფესიის განსაზღვრის პროცესი მრავალ ასპექტს მოიცავს, უპირველესად კი მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს:
● ვინ უნდა გამოვიდეს;
● რომელ სოციალურ ჯგუფს უნდა რომ მიაკუთვნოს თავი;
● ცხოვრების როგორი სტილი სურს;
● რა მიზნებს ისახავს მომავლისათვის.
პროფესიული მოღვაწეობა პიროვნების თვითრეალიზაციისა და საზოგადოებაში დამკვიდრების ძირითადი საშუალებაა. მაგრამ თვითრეალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ადამიანს აინტერესებს არჩეული პროფესია, გააჩნია მის შესასრულებლად საჭირო უნარი და არსებული სამუშაოს შესრულებით იღებს კმაყოფილებას.
X და XI კლასებში სკოლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარების განრიგი.
8 გაკვეთილი - IX კლასში
4 გაკვეთილი - XI კლასში.
პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამით გათვალისწინებული სხვა აქტივობების განრიგი;
საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დასაქმების ობიექტებში ექსკურსიების და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრების განრიგი;
სკოლა თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და კოლეჯთან ( ბსუ, საზღვაო აკადემია) რომლის ფარგლებშიც X-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ როგორც საუნივერსიტეტო, ასევე პროფესიული კოლეჯების პროგრამებს. უნივერსიტეტებთან და კოლეჯებთან თანამშრომლობის ზოგადი ასპექტები მოიცავს:
🔸მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას სხვადასხვა მიმართულებით ;
🔸 მოსწავლეთათვის საუნივერსიტეტო/პროფესიული კოლეჯის პროგრამების გაცნობას;
🔸ღია კარის დღეების ორგანიზებას;
🔸ერთობლივი შემეცნებითი აქტივობების/ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.
სკოლა იცავს ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით აღიარებულ მოსწავლის უფლებებსა და თავისუფლებას. მათ შორის:
1. სკოლა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა მოსწავლისათვის.
2. სკოლაში უზრუნველყოფილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის განათლების მიწოდება შესაბამისი ადამიანური რესურსითა და პროგრამებით/სერვისებით.
3. სკოლა იღებს ყველა გონივრული ზომას მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით.
4. სკოლაში ჩარიცხული ყველა მოსწავლე დაცულია არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან.
5. სკოლის ტერიტორიაზე და სასკოლო დროს უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები.
6. სკოლა იღებს ყველა გონივრულ ზომას სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით.
7. სკოლაში სასკოლო დისციპლინა დაცულია სკოლის შინაგანაწესით.
8. სკოლის მოსწავლე სარგებლობის მობილობის უფლებით, რის შესახებაც ინფორმირებულია მოსწავლის მშობელი.
9. სკოლის ყველა მოსწავლე და მშობელი ფლობს ინფორმაციას საკუთარი და სხვა მოსწავლეების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ, რის გაცნობასაც უზრუნველყოფს სკოლა დამრიგებლების მეშვეობით.
10. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას სკოლის მართვაში (მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი).
11. სკოლა მოსწავლის მიმართ ქმედების განხორციელებისას გადაწყვეტილებას იღებს მოსწავლის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით.
12. მოსწავლეს და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მის მიმართ მიღებული უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები.
სასკოლო კურიკულუმის აგების პრინციპები
სასკოლო კურიკულუმი დაგეგმილია თითოეული საგნობრივი ჯგუფის სამიზნე ცნებების მიხედვით, რომელთა საფუძველზეც უნდა მოხდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისა და პრინციპების რეალიზება/საგნის სწავლა-სწავლების შედეგების ჩამოყალიბება:
სამიზნე ცნებების სახით განსაზღვრულია ის ცოდნა, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს. ცნებები შედეგებთან ერთად უნდა დამუშავდეს მოსწავლისთვის ნაცნობ კონტექსტებში. ეს კონტექსტები სავალდებულო თემების სახითაა წარმოდგენილი.
სტანდარტს ახლავს შედეგების მიღწევის ინდიკატორები. ისინი დაჯგუფებულია სამიზნე ცნებების მიხედვით და მიგვითითებს, თუ რა უნდა შეფასდეს სწავლა-სწავლების პროცესში ამა თუ იმ თემის შესწავლისას. ინდიკატორები დაკონკრეტებულია ცალკეულ თემაში წარმოდგენილი შინაარსის გათვალისწინებით.
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, სკოლას შემუშავებული აქვს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სასკოლო კურიკულუმები, რომელიც დანართი N6 სახით თან ერთვის სასკოლო სასწავლო გეგმას.
საგნობრივი კურიკულუმის აგების პრინციპები
თითოეული საგნობრივი კურიკულუმი აგებულია შემდეგი პრინციპით: ის მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სასწავლო თემებს, გრძელვადიან მიზნებს (სამიზნე ცნებებს, სწავლის შედეგებს), საკითხებს, შემოქმედებით პროდუქტს და სასწავლო რესურსს.
1. სასწავლო თემა წარმოადგენს მოსწავლეთათვის ნაცნობ, მათი ასაკობრივი ინტერესებისა და გამოცდილების შესაბამის კონტექსტს, რომელიც სტანდარტის შედეგების, სამიზნე ცნებების, კონკრეტული ქვეცნებებისა და საკითხების ინტეგრირებულად და ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას იძლევა.
2. გრძელვადიანი მიზნები
გრძელვადიანი მიზნები მოიცავს სამიზნე ცნებები და სწავლის შედეგებს - რა გრძელვადიანი მიზნით ვასწავლით მოსწავლეს თემას.
ა) სამიზნე ცნებები - განსაზღვრავს იმ ცოდნას, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს;
ბ) სწავლის შედეგები - განსაზღვრავს მიზნობრივ ორიენტირებს და პასუხობს შეკითხვას: რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს საგნის ფარგლებში საფეხურის ბოლოს?
3. საკითხები - მისი საშუალებით ხდება იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად, რა საკითხებით წარიმართება მუშაობა თემის ფარგლებში.
4. შემოქმედებითი პროდუქტით განისაზღვრება თითოეული თემის ფარგლებში მიღწეულია თუ არა შუალედური სასწავლო მიზანი და რომლის საშუალებითაც მოსწავლე საგნობრივ საკითხთან/საკითხებთან მიმართებით საკუთარ ცოდნას წარმოაჩენს.
5. სასწავლო რესურსები - აკონკრეტებს რა მასალის მეშვეობით უნდა ისწავლოს მოსწავლემ კონკრეტული თემა
სასკოლო კურიკულუმის განვითარება
სასკოლო კურიკულუმის განვითარება მოხდება ეტაპობრივად, მთელი წლის განმავლობაში. ამ პერიოდში ის გულისხმობს შემდეგი ფაზების მონაცვლეობას:
კურიკულუმის განვითარების პროცესი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
სკოლას შემუშავებული აქვს სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა, რომელიც გამომდინარეობს სკოლის ფილოსოფიიდან. სტრატეგიული გეგმა მოიცავს შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:
სტრატეგიული გეგმის განვითარების პროცესში ჩართული არიან შემდეგი მხარეები:
ა) სკოლის დირექცია და დირექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი;
ბ) სასკოლო საზოგადოება (სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი).
SWOT ანალიზი
შვიდწლიან სტრატეგიულ გეგმისა და SWOT ანალიზზე „დაყრდნობით სკოლას შემუშავებული აქვს 2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც აზუსტებს მიზნებისა და ამოცანების შესაბამის აქტივობებს, შესრულების პერიოდს, პასუხისმგებელ პირებს, შესრულების ინდიკატორებსა და შესაბამის რესურსებს.
სტრატეგიული გეგმის მონიტორინგი
პერსონალის მართვისა და განვითარების კუთხით, სკოლას შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა, რომლის მიზანია, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სკოლის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა და არსებული კადრების პროფესიული დონის ამაღლება. ასევე, სკოლის მიზანია იმგვარი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ თანამშრომელს ეძლევა საკუთარი პოტენციალის და პირადი მისწრაფებების რეალიზების შესაძლებლობა.
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა მოიცავს იმ ამოცანებსა და ღირებულებებს, რომელსაც ეფუძნება ადამიანური რესურსების მართვა, განსაზღვრავს ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების როლს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა არეგულირებს კადრების მოზიდვასა და შერჩევას, მათ ადაპტაციას სასკოლო გარემოსთან, თანამშრომელთა ადაპტაციის ხელშემწყობ აქტივობებსა და აღნიშნულ პროცესში ჩართულ პირებს, განსაზღვრავს ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების მიზნით სკოლაში განსახორციელებელ აქტივობებს, ადამიანური რესურსების მართვასა და სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვას. ასევე, პროფესიული განვითარებას, მოტივაციის ზრდის მექანიზმებს და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პირობებს.
სასკოლო დროს, სკოლის ტერიტორიაზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, სკოლას შემუშავებული აქვს უსაფრთხოების პოლიტიკა.
უსაფრთხოების პოლიტიკით სკოლა განსაზღვრავს პოლიტიკის მიზნებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფორმებს, სკოლის ქონების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესებსა და მექანიზმებს.
სკოლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანებით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების შესაბამისად.
სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი პირები.
სკოლას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის შემოღებული აქვს მასწავლებელთა მორიგეობის გრაფიკი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების საკითხების კონტროლისათვის დამონტაჟებულია უსაფრთხოების კამერები.
სკოლაში მუდმივად ხდება შინაგანაწესის დაცვის მონიტორინგი და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია საევაკუაციო გეგმა, ევაკუაციის პროცედურები, რომლის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება შენობის უსაფრთხო დატოვება. სკოლის შენობაში, საევაკუაციო გეგმის შესაბამისად, დამონტაჟებულია ცეცხლმაქრები, განსაზღვრულია სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი.
სკოლას ჰყავს სამედიცინო პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაშავებულთათვის გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას.
სკოლას საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აქვს შესაბამისი მატერიალური რესურსი და საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე შემუშავებული აქვს მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი, რომლითაც განსაზღვრულია სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების და სხვა თანამშრომლების მიერ სკოლის სხვადასხვა რესურსით სარგებლობის პირობები.
სკოლას აქვს საჭირო რაოდენობის მერხები, სკამები, კომპიუტერული ტექნიკა, წიგნადი ფონდი და სხვა რესურსები. შენობაში განთავსებულია საკლასო ოთახები, სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი სივრცეები, როგორიცაა ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები, -
სკოლის ბიბლიოთეკაში დაცულია 1000- მდე წიგნადი ფონდი, სადაც მოცემულია მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი ლიტერატურა, სახელმძღვანელოები და პერიოდული გამოცემები. ასევე, კომპიუტერში ჩატვირთულია საინფორმაციო რესურსები როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლებისათვის. გარდა ამისა, სკოლისათვის ხელმისაწვდომია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული გაიდლაინები, მეთოდური სახელმძღვანელოები და სხვა რესურსები.
სკოლაში უზრუნველყოფილია კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება ღონისძიებებისა და სხვადასხვა პროექტების განხორციელებისათვის, ინფორმაციის მოძიებისთვის. საგანმანათლებლო მიზნებისთვის სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიით სარგებლობის საშუალება აქვთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. სკოლის მოსწავლეთა კომპიუტერით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები აღჭურვილნი არიან პორტაბელური კომპიუტერებით.
სკოლას აქვს ოფიციალური ელექტრონული ფოსტა, ვებ-გვერდი და ასევე, იყენებს ელექტრონულ ჟურნალს. სკოლას აქვს აქტიური გვერდი სოციალურ ქსელში (facebook), რომლითაც უზრუნველყოფს სანდო და უტყუარი ინფორმაციის გავრცელებასა და უკუკავშირის მიღებას.
სკოლას აქვს სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელშიც ასახულია შემოსავალი და ხარჯი. სკოლის შემოსავალი შედგება ვაუჩერული დაფინანსებისგან და დამატებითი ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებისგან. სკოლას გამოეყოფა დამატებით პროგრამული დაფინანსება.
სკოლის ბიუჯეტი მტკიცდება დეკემბრის ბოლოს და წლის განმავლობაში ხორციელდება ფაქტობრივი შემოსავლებისა და ხარჯების დაზუსტება.
სკოლას დამტკიცებული აქვს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესი და შესყიდვები ხორციელდება აღნიშნული წესისა და შესყიდვების გეგმის შესაბამისად.
მოსწავლეთა კანონიერი უფლებების დაცვა ხორციელდება სკოლის შინაგანაწესით და სკოლის მიერ შემუშავებული შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებით. სკოლასა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის გაფორმებულია საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება.
სკოლაში შემუშავებულია ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, რომელიც არეგულირებს ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისაგან დაცვის მიზნით, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სკოლის ეფექტური და სწრაფი რეაგირების მექანიზმებს, დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი.
სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა უფლებებისა და წესების გაცნობას ყველა მოსწავლისათვის. დამრიგებელი სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს და მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს აცნობს სკოლის შინაგანაწესს, დამრიგებლის მუშაობის პრინციპებს, ქცევის კოდექსს, უსაფრთხოების წესებს.
სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილები არიან სახელმძღვანელოებით, უსასყიდლოდ.
სკოლაში დაცულია მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის მექანიზმები.
დამრიგებლების მიერ მშობლებსა და მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია წლის განმავლობაში გამოცხადებული კონკურსების, ოლიმპიადების, ღონისძიებების და სასკოლო ექსკურსიების შესახებ. მოსწავლეთა მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს დამრიგებლები აცნობენ სკოლის მიერ მიღებულ ყოველ ახალ გადაწყვეტილებას და სკოლის მიერ შეთავაზებული პროგრამების, სერვისების, აქტივობების, რესურსების შესახებ ინფორმაციას.
სკოლა უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველას მოსწავლისათვის, მათ შორის სსსმ მოსწავლეებისთვის საჭირო სერვისების შეთავაზებას. სკოლას შემუშავებული აქვს სასკოლო გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმები.