სკოლის ბაზაზე საჩივრის განხილვის მექანიზმი

  1. სკოლის ძირითადი დანიშნულება მოსწავლეებისათვის მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფაა. ამიტომ  სკოლა ვალდებულია, ხელი შეუწყოს ისეთი სამუშაო და სასწავლო გარემოს ფორმირებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება მის საგანმანათლებლო მისიასთან. საჩივრების ეფექტური სისტემის არსებობა  სკოლის მართვის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოჩენისა და აღმოფხვრის ძირითადი მექანიზმია.
  2. ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონის თანახმად, სკოლამ უნდა უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლება, გაასაჩივროს მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება. ამის მისაღწევად სკოლამ უნდა შეიმუშაოს საჩივრების მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.
  3. წინამდებარე საჩივრების განიხლვის მექანიზმი ემყარება შემდეგ ძირითად პრინციპებს:

 

ა) წამოჭრილი პრობლემის არაფორმალური მოგვარების მხარდაჭერა;

ბ) საჩივრების პროცედურების ხელმისაწვდომობა;

გ) საჩივრების პროცედურების სიმარტივე;

დ) გონივრული და მკაფიოდ განსაზღვრული დროის ფარგლები საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტისათვის;

ე) საჩივრით წამოჭრილი საკითხების სამართლიანი, სრული და მიუკერძოებელი განხილვა და გადაწყვეტა.

ვ) ხელმისაწვდომობა და საჯაროობა.

4.  სკოლაში მოქმედი საჩივრების პროცედურების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და ფართოდ ხელმისაწვდომი.

5. სკოლის დირექცია ვალდებულია თითოეულ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს, ამომწურავი ინფორმაცია  თავისი უფლებების, სკოლაში არსებული საჩივრების სისტემისა და პროცედურების შესახებ.

6. სკოლის დირექცია ვალდებულია ინფორმაცია საჩივრების პროცედურების შესახებ გაავრცელოს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს შორის სკოლაში სწავლის ან მუშაობის დაწყებისას, ასევე გამოქვეყნდეს, სკოლის ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას.

7. სკოლის დირექციამ უნდა უზრუნველყოს, რომ პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ დროული რჩევის მიღების შესაძლებლობა ამ პრობლემის მოგვარების საშუალებების შესახებ. ამისათვის სკოლის დირექცია უზრუნველყოს ყველა დაინტერესებულ პირს გაუწიოს კონსულტაცია. ასეთი კონსულტაცია კონფიდენციალურ ხასიათს უნდა ატარებდეს და არ უნდა ჩაითვალოს ფორმალური საქმისწარმოების დაწყებად.

8. სკოლის ეფექტური ფუნქციონირების ძირითადი პირობა სკოლის თანამშრომლებსა და მოსწავლეებს შორის კეთილგანწყობისა და ნდობის მაღალი ხარისხია. შესაბამისად, ფორმალური საჩივრის წარდგენამდე ყველა დაინტერესებული პირი ვალდებულია, წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრას არაფორმალურად, სადავო საკითხზე პასუხისმგებელი პირისადმი მიმართვის გზით შეეცადოს. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევასთან, რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნით დევნასთან ან როდესაც ნებისმიერმა დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს პიროვნების კანონიერ ინტერესებს. ამ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, პირდაპირ წარადგინოს ფორმალური საჩივარი.

 

9. საჩივრების განმხილველი ორგანო და განხილვის პროცედურა

9.1. საჩივრებს განიხილავს სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია. (მოსწავლეთა უფლებების დაცვის შემსწავლელი კომისია)

9.2. დაუშვებელია, საქმის განხილვასა  და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღოს პირმა, რომელსაც პირადი ინტერესი აქვს საქმის შედეგისადმი, საჩივრით ინიცირებული საქმის წარმოების მხარეა, საქმისწაროების ერთ-ერთ მხარესთან, თანამდებობრივი ურთიერთობის გარდა, აქვს ნათესაური, მეგობრული ან სხვა ახლობლური ურთიერთობა. ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. თუ ის არ განაცხადებს თვითაცილებას, მას აცილება შეიძლება მისცენ საქმისწარმოების მხარეებმა.

9.3. განცხადება აცილების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს, მისცეს განმარტება. სკოლის დირექტორის აცილების შემთხვევაში, საჩივარს განიხილავს  დისციპლინური კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში.

 

10. საჩივრის სუბიექტი.

10.1 საჩივრის წარდგენის უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერ ინტერესზე გავლენას ახდენს სკოლის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ან სხვა ქმედება, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ან მასწავლებლის ქმედება. საჩივრის წარდგენა უნდა მოხდეს სადავო ქმედების განხორციელებიდან ან ადმინისტრაციული აქტის გამოცემიდან 30 დღის ვადაში.

10.2. გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ 30-დღიანი ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, სკოლის ან სხვა საპატიო მიზეზით.

 

11. წარმომადგენლობის უფლება.

11.1. საჩივრის საფუძველზე ინიცირებული საქმისწარმოების მხარეს უფლება აქვს, საჩივართან დაკავშირებულ ნებისმიერ განხილვაზე თუ შეხვედრაზე კანონიერი წარმომადგენლის ან დამცველის თანხლებით გამოცხადდეს.

 

12. მტკიცების ტვირთი და სტანდარტი.

12.1. მოსწავლისა და მასწავლებლის უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას მათი კანონიერება ივარაუდება და მათ შესახებ წარმოშობილი დავისას მომჩივნის მოთხოვნების უსაფუძვლობის მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება.

12.2. საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, თუ შეზღუდვის ინიციატორი ვერ შეძლებს მოსწავლის ან მასწავლებლის მოთხოვნების უსაფუძვლობის დამაჯერებლად დამტკიცებას.

 

13. საჩივრის განხილვა  და გადაწყვეტა.

13.1. საჩივრების განხილვა  და გადაწყვეტა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად უნდა მოხდეს.

13.2.  საჩივრის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში დირექტორი, წერილობით დაუდასტურებს საჩივრის მიღებას, ხოლო 5 დღის ვადაში წერილობით განუმარტავს მომჩივანს სკოლაში მოქმედ საჩივრების პროცედურებს, ასევე შეატყობინებს მომჩივანს, მოპასუხეს, მოწმეებს, სხვა დაინტერესებულ პირებს საკითხის განხილვის დროსა და ადგილს.

13.3.  საჩივარი  განხილვას მისი მიღებიდან 21 დღის ვადაში.

13.4. საჩივართან დაკავშირებული მთელი დოკუმენტაცია, პერსონალური მონაცემების დაცვით მეორე მხარეს უნდა გადაეცეს საჩივრის განხილვამდე არაუგვიანეს 5 დღისა.

13.5.  იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარეს სურს, დამატებითი მტკიცებულებები ან მოწმეები წარმოადგინოს, საჩივრის განხილვა შეიძლება გადატანილ იქნეს გონივრული ვადით იმისათვის, რომ მეორე მხარემ მოამზადოს პასუხი დამატებით წარმოდგენილ მტკიცებულებებზე.

13.6. საჩივრის განხილვივასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაინტერესებულ  მხარეებ.

13.7. საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს დაზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნებს ემყარებოდეს. დაუშვებელია, გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნეს მიღებული ის მტკიცებულებები, რომლებიც ხელმისაწვდომი არ იყო მომჩივნის ან მოპასუხისთვის. საჩივართან დაკავშირებით კომისიას  გამოაქვს გადაწყვეტილება:

ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

14. სკოლის იურისდიქცია.

14.1. სკოლის იურისდიქციას სცილდება სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედების ანხილვა. ყოველი ასეთი ფაქტი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს.

14.2. სკოლა აგრეთვე ვერ განიხილავს საჩივარს, თუ:

ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება დავის იმავე საგანზე;

ბ) სასამართლო განიხილავს დავას იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

გ) არსებობს სკოლის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დავის იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და საფუძვლით;

დ) გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;

ე) საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

15. საჩივრის ფორმა.

15.1. საჩივარი უნდა იყოს წერილობითი ფორმის, შედგენილი სახელმწიფო, ქართულ ენაზე.

15.2. იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი ან განცხადება უცხო ენაზეა შედგენილი, მომჩივანი ვალდებულია, დროის გონივრულ მონაკვეთში წარმოადგინოს მისი თარგმანი.

15.3. წერილობითი საჩივარი ან განცხადება ფორმალური საქმისწარმოების დაწყების საფუძველია და უნდა შეიცავდეს დავის საგნის ზუსტ და მკაფიო აღწერილობას, ასევე სხვა დეტალებს საჩივრის წარდგენის თარიღის, მისი ავტორის სახელისა და გვარის ჩათვლით.

15.4. საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) მომჩივნის სახელი, გვარი და მისამართი;

ბ) იმ პირის ვინაობა, რომლის ქმედებაც საჩივრდება;

გ) გასაჩივრებული ქმედება, ხოლო ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში - შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის ზუსტი სახელწოდება;

დ) უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევის მკაფიო აღწერილობა;

ე) არსებობის შემთხვევაში - მოწმეთა ვინაობა;

ვ) იმ ზომების ჩამონათვალი, რომელთა მიღებასაც მოითხოვს მომჩივანი;

ზ) არსებობის შემთხვევაში - წარმომადგენლის ან დამცველის ვინაობა და მათი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

თ) საჩივარზე თანდართული საბუთების ნუსხა და სხვა დოკუმენტური მტკიცებულებები.

 

16. მომჩივნის დაცვის უზრუნველყოფა და აშკარად უსაფუძვლო საჩივრები.

16.1. სკოლის დირექციამ უნდა უზრუნველყონ კეთილსინდისიერი მომჩივნის დაცვა ყოველგვარი შურისძიების ან უკანონო ზემოქმედებისგან.

15.2. საჩივართან დაკავშირებით ნებისმიერი ზემოქმედება მომჩივანზე ან მისი დაშინების მცდელობა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.