მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მექანიზმი

 

1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს შპს „ფრანგული სკოლის“  მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს.

2. აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე.

3. მექანიზმის მიზანია განისაზღვროს სკოლის მხრიდან მოსწავლეთა ინიციატივების ხელშეწყობის პროცესი.

 4. მოსწავლეთა მხრიდან წარმოდგენილი ინიციატივა შესაძლოა გულისხმობდეს სპორტულ, კულტურულ, შემეცნებით, საექსკურსიო-შემეცნებითი, საგანმანათლებლო თუ სხვა საზოგადოებრივად სასარგებლო აქტივობას, ასევე არაფორმალურ განათლებას.

5. ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება ღიად ისაუბროს საკუთარი ინიციატივის შესახებ, აღნიშნული მექანიზმის საფუძველზე განსახილველად და მხარდასაჭერად წარადგინოს საკუთარი იდეები.

6. ნებისმიერი მოსწავლე უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან.

მუხლი 2. მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმი

1. მოსწავლეს (მოსწავლეთა ჯგუფს) უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და საკუთარი აზრების და იდეების განხორციელების ინიციატივით მიმართოს კლასის დამრიგებელს/დირექტორს.

2. მოსწავლეს შეუძლია ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ან/და სხვისი ინიციატივის განხილვის პროცესში.

3.  მოსწავლეთა თვითმმართველობა უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექტორს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა ჯგუფის მიერ ინიციატივით მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში.

4. მოსწავლეთა თვითმმართველობას და დირექტორს შეუძლიათ მოსთხოვონ ინიციატივის წარმდგენს განსახორციელებელი აქტივობის აღწერა, აქტივობის განხორციელების ვადების, საჭირო რესურსების, ჩართული პირების შესახებ ინფორმაციის მითითება;

5. ინიციატივის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იღებს დირექტორი გადაწყვეტილებას ინიციატივის მხარდაჭერის ან მხარდაჭერაზე უარის თქმის თაობაზე და აცნობებს ინიციატივის წარმდგენს და მოსწავლეთა თვითმმართველობას.

6. თანხმობის შემთხვევაში, თუ საჭიროა ფინანსები განისაზღვრება ფინანსური მხარდაჭერის ფორმა და ოდენობა ან/და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის ფორმა, რაც შესაბამისობაში უნდა იყოს სკოლის ბიუჯეტთან;.

7. თუ ვერ განხორციელდა ინიციატივის მხარდაჭერა უნდა მოხდეს დასაბუთებული უარის წარდგენა ინიციატივის წარმდგენისათვის.

8. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივების მხარდასაჭერად შექმნას ბრძანებით მოსწავლეთა ინიციატივების განხილვისა და განხორციელების მხარდამჭერი ჯგუფი.

9. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა-განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლებების შეზღუდვას.

 10. მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერის შემდგომ დირექტორის მიერ განისაზღვრება პირი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს საკუთარი ინიციატივების ორგანიზებასა და განხორციელებაში.

11. ინიციატივის მხარდაჭერის შემდგომ მის შესრულებაზე პასუხისმგებელია ინიციატივის წარმდგენი, ჩართული პირები და დირექტორის მიერ განსაზღვრული პირი.

მუხლი 3. დასკვნითი დებულებანი

1. მოსწავლის ინიციატივების მხარდაჭერის მექანიზმს ბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

2. მოსწავლის ინიციატივების მექანიზმში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანა ხდება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით