ა/ო “ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის” მიერ ფრანგული სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება მიეძღვნა შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებს. გაიმართა ინტერაქტიული თამაშიც, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.
ფრანგული სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე რამინ მაჭარაშვილს, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მკვლევარ დემეტრე დიასამიძეს და ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ გუნდს.