სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (2025-2026 წწ) გამომდინარეობს შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმიდან.
ერთ წლიანი სამოქმედო გეგმა (შემდგომში სამოქმედო გეგმა) ორიენტირებულია განსაზღვროს სკოლის მიერ ერთი წლის განმავლობაში განვითარებისა და საკუთარი ადგილის დამკვიდრების განსახორციელებელად საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიზნები, ამოცანები, პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები/თანამშრომლები და დასახული მიზნების მიღწევის ლოგიკური თანმიმდევრობა.
სამოქმედო გეგმა შეესაბამება სკოლის მისიასა და მიზნებს, მის ადმინისტრაციულ, ფინანსურ და ინტელექტუალურ პოტენციალს.
ზემოაღნიშნული ფაქტორების რაციონალური ანალიზი და განვითარების პროცესში მათი ასახვა წარმოადგენს სამოქმედო გეგმის, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტის გამოყენების აუცილებლობას.
სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებების კუთხით შემუშავდა სასწავლო პროგრამები/ კურიკულუმები. დაიხვეწა და მოწესრიგდა სასკოლო დოკუმენტაცია. საჭიროებისამებრ, მოხდა ცვლილებების შეტანა და ახლის დამტკიცება. შეიქმნა და დაინერგა ვალიდური, გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური და სამართლიანი შეფასების სისტემა; აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის განხორციელდა მიზნობრივი აქტივობები. გაიზარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი სასკოლო ცხოვრებაში.
სასწავლო წლის განმავლობაში სისტემატიურად ტარდებოდა მონიტორინგი, ვაკბირდენოდით სასწავლო პროცესს. რისი მიზანიც იყო პრობლემების აღმოჩენა და მათი მოგვარების გზების დასახვა, შექმნილ საჭიროებებზე ეფექტური რეაგირება.
სკოლა მუდმივად ცდილობს მოსწავლეს შეუქმნას ჯანსაღი გარემო და სასწავლო მიდგომები მორგებული იყოს თანამედროვე სწავლების მიდგომებზე და მეთოდებზე. ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი, შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად.
სადამრიგებლო საქმიანობა სკოლის წარმატებულად მუშაობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. დამრიგებელი რეგულარულად ატარებს სადამრიგებლო საათს. სადამრიგებლო საათის მიზანია, მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების განვითარება, მოსწავლეთა პიროვნული ზრდა, ღირებულებათა სისტემის, მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირება, ასევე, ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უვითარებს ლიბერალურ და დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. სადამრიგებლო საათი აღრმავებს ცოდნას ეთიკის, ფსიქოლოგიის,სამოქალაქო განათლების სფეროსა და სხვა საკითხშები, ეხმარება მოსწავლეებს ღირებულებათა იერარქიის ფორმირებაში. სასწავლო წლის განმავლობაში სისტემატიურად ტარდებოდა სხვადასხვა კათედრის მიერ ორგანიზებული აქტივობები.
ადამიანური რესურსის განვითარების კუთხით დასახული ამოცანებიდან
1 .პერსონალის მართვის პოლიტიკის და პრაქტიკის გაუმჯობესება;
2. ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება, განხორციელდა შედეგიანი აქტივობები. დაინერგა და შემუშავდა პრევენციული და ინტერვენციული პერსონალის მართვის პოლიტიკა; თანამშრომელთა სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის ხელშემწყობი მექანიზმი; თანამშრომელთა განვითარებისთვის საჭირო შეიქნა ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა. ტრენინგებზე მიღებული ცოდნა გაზიარდა პრაქტიკაში; ხარისხის მართვის კოორდინატორისა და კათედრის წარმომადგენლის მხრიდან ხორციელდებოდა გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლებისათვის ხდებოდა უკუკავშირის გაზიარება.
მნიშვნელოვან საკითხად მივიჩნიეთ სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (მათ შორის საკლასო ოთახების და ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის, ინვენტარის და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი პირობების, კომპიუტერული ტექნიკის (კომპიუტერული პროგრამების და ინტერნეტის) მდგომარეობის შემოწმება და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან შესაბამისობის დადგენა, შედეგების ანალიზი და ხარვეზების აღმოფხვრის ღონისძიებების გატარება.
დასახული ამოცანებიდან:
1. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
2. უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
3. უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, განხორციელდა შემდეგი აქტივობები: უწყვეტად მიმდინარეობდა სკოლის შიდა და გარე ტერიტორიის დაცვა; სასკოლო სივრცეში არსებული წესების სასკოლო საზოგადოებისათვის გაცნობა; სახანძრო უსაფრთხოების წესების გაცნობა; ვიდეო კამერების მონიტორინგი; მასწავლებელთა მორიგეობის სისტემის შექმნა; სკოლის ტერიტორიაზე ვიზიტორთა აღრიცხვა; ცნობიერების ამაღლების მიზნით მშობლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრების ორგანიზება.
სკოლა აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებითა და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით, საევაკუაციო გეგმა სართულებზე განთავსებულია თვალსაჩინო ადგილას. სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდებოდა სკოლის პერსონალის პერიოდული გადამზადება უსაფრთხოებისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის მიმართულებით. ტარდებოდა სწავლება-სახანძრო ევაკუაციასა და საგანგებო სიტუაციებში სკოლის პერსონალის მოქმედებათა ოპერატიულობის მონიტორინგის მიზნით.
დასახული ამოცანებიდან
1.მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტივობების გაზრდა;
2. მშობელთა ჩართულობა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში;
3. მშობლებთან ურთიერთობების ფორმების დახვეწა;
4. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, შესრულდა აქტივობები: სკოლის დირექციის მხარდაჭერით ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები;
დაიხვეწა მშობლებთან ურთიერთობები; ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით ყოველდღიური კომუნიკაცია წარმოებდა მშობელთან; დამრიგებელთა მიერ მშობლებთან კომუნიკაციისთვის ასევე გამოიყენებოდა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხები (მეილი, ტელეფონი, სოციალური ქსელი და ა.შ).
2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში სისტემატიური ხასიათი ჰქონდა მშობლებთან შეხვედრას, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მშობლებთან ხშირი კომუნიკაცია გვეხმარება პრობლემების გამოკვეთასა და მათ დროულად მოგვარებაში.
დასახული ამოცანებიდან
1. მოსწავლეთა აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სისტემის უზრუნველყოფა;
2. დამატებითი სერვისების განვითარება;
3. მოსწავლეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება, ჩატარდა შემდეგი აქტივობები: მოსწავლის ინიციატივების მხარდაჭერის დამკვიდრება; სწავლა-სწავლების პროცესში მხარდამჭერი გარემოს შექმნა და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციების შეთავაზება;
კლუბების/წრეების ფუნქციონირება და გამრავალფეროვნება;
სკოლამ დანერგა მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის ხელშემწყობი მექანიზმები, რომელიც წარმოადგენს სხვადასასხვა ინსტრუმენტებისა და პროცედურების ერთობლიობას, რომლის მიზანია რაც შეიძლება სრულფასოვნად და ეფექტიანად მოხდეს ახალი მოსწავლის ინტეგრაცია სკოლის სოციალურ გარემოსთან, კულტურასა და ღირებულებებთან. ადაპტაციის მიზნებია:
ა) ახალი მოსწავლის სკოლაში/კლასში სწრაფი ინტეგრაცია, სოციალიზაცია და ორიენტაცია;
ბ) ორგანიზაციაში არსებული ღირებულებების, კულტურისა და წესების შესახებ ინფორმირება;
გ) საჭირო უნარების გამომუშავებაში დახმარება და მისთვის დაკისრებული მოვალეობებისა შესახებ ინფორმირება;
დ) ახალი მოსწავლისთვის სკოლის მისიის, ხედვის, შინაგანაწესისა და სხვა ღირებულებების გაცნობა.
სკოლამ ასევე შეიმუშავა მოსწავლის კანონით განსაზღვრული უფლებების გასაჩივრების წესი.
სკოლამ შეიმუშავა სტრატეგიული განვითარების, სამოქმედო და სასკოლო-სასწავლო გეგმის შეფასების ინდიკატორები, მისი მონიტორინგის და განახლების მექანიზმები; მიმდინარეობდა სკოლის თანამშრომლების შერჩევა ზოგადი განათლების შესახებ კანონისა და ესგ-ს მოთხოვნების საჭიროებისამებრ ღია კონკურსის წესით; განხორციელდა მასწავლებლებთან, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმება და განახლება (საჭიროების შემთხვევაში); განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით მაკონტროლებელ ორგანოებთან ანგარიშვალდებულება უზრუნველყოფილი იქნა ანგარიშვალდებულების სისტემის გამჭვირვალობა, საჯაროობა და ადვილად ხელმისაწვდომობა, სტრატეგიული გეგმის მიზნების შესაბამისად ბიუჯეტის დაგეგმვა, განკარგვა და მონიტორინგი.